კითხვები

პროფკავშირი წარმოადგენს მშრომელთა ნებაყოფლობით, დამოუკიდებელ, გაერთიანებას, რომლის მიზანია წევრების შრომითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. პროფესიული კავშირები აუცილებლად იქმნება და იმართება თავად დასაქმებულთა ერთობის მიერ.პროფკავშირები არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროფკავშირებს ქმნით თავად თქვენ!გახდი პროფკავშირის წევრი და გააძლიერე საერთო ბრძოლა!
პროფკავშირში უნდა გაწევრიანდეს ყველა დასაქმებული, რადგან პროფესიული კავშირი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით პროფკავშირების შესახებ და რომლის უპირველესი მოვალეობაც დასაქმებულების შრომით-სამართლებრივი და სიციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვაა. პროფკავშირის წევრები სარგებლობენ მრავალი ბენეფიტით და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ! ჩვენი დარგის ლიდერები, ორგანაიზერები და იურისტები გაგიწევენ საჭირო დახმარებას. ან შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ შრომის ინსპექციის მამსახურს.
სამუშაო ადგილზე ყველა სახის შევიწროვება, დისკრიმინაცია და არასათანადო მოპყრობა დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით. გაწევრიანდით ლაბორშო და ჩვენ გავხდებით თქვენი შრომითი უფლებების დამცველი კანონიერი წარმომადგენლები. ჩვენი იურისტები სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევენ დახმარებას.
გაწევრიანება მარტივია. დააჭირეთ ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ გაწევრიანების ღილაკს, შეავსეთ ონლაინ განაცხადი, ჩარიცხეთ საწევრო გადასხადი და თქვენ ავტომატურად ხდებით ჩვენი წევრი. ან მოგვმათეთ ოფისში.
თუ გაქვთ სურვილი თქვენი წვლილი შეიტანოთ დასაქმებულების შრომით-სამართლებრივი უფლებების დაცვაში, შემოგვიერთდით, გაიარეთ უფასო ტრენინგი და გახდი ჩვენი დარგის ორგანაიზერი. ამისათვის შეავსეთ ჩვენს გვერდზე არსებული განცხადების ფორმა.
შრომის ინსპექციის სამსახური უზრუნველყოფს თქვენს სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს მუდმივობას თავისი პერიოდული ინსპექტირების ხარჯზე. ასევე წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო პირობების კანონიეი აღსრულების ზედამხედველობას.შრომის ინსპექციის სამსახურს ევალება დასაქმებულების შრომის პირობების მოწესრიგება.
თქვენს შრომით-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირი იცავს სრულიად უსასყიდლოდ. გაწევრიანდით პროფკავშირში, რათა თქვენი ყველა უფლება დაცული იყოს!
Back To Top